Oct 30, 2009

გაკვეთილის გეგმის ნიმუში



გაკვეთილის თემა



აქ იწერება გაკვეთილის/გაკვეთილების ციკლის სათაური



გაკვეთილის თემა/საგანი (საგნი და გასაღები სიტყვები)



აქ შეიძლება დაიწეროს მასწავლებლ(ებ)ის სახელი და გვარი, ასევე გაკვეთილის თემა და სხვა გასაღები სიტყვები



საგნობრივი სფერო



მიუთითეთ ინტეგრირებული საგნები



სამიზნე ჯგუფი



მიუთითეთ, რომელი საფეხურისთვის და კლასისთვის არის განკუთვნილი აღნიშნული გაკვეთილის გეგმა



მიზნები და ამოცანები (გაკვეთილის მიზნები და ამოცანები)



გაკვეთილის სასწავლო მიზნები არის იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელსაც უნდა მივაღწიოთ გაკვეთილის/გაკვეთილების ბოლოს.


სასწავლო მიზნები არ ასახავს პროცესს, არამედ გამოხატავს იმას, რის მიღწევასაც ვგეგმავთ გაკვეთილის/გაკვეთილების ბოლოს. შესაბამისად, რა კომპეტენციები (ცოდნა და უნარ-ჩვევები) უნდა შეიძინონ მოსწავლეებმა. მიზანი იწერება კონკრეტულად, მარტივად და რეალისტურად. მაგალითად, გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები: გაიგებენ, ახსნიან, აღწერენ, შეადარებენ, შექმნიან, გაანალიზებენ, პრობლემას გადაჭრიან, შეაფასებენ, გამოიკვლევენ და ..


მიზნები უნდა აღიწეროს ინტეგრებული საგნების მიხედვით ცალ-ცალკე.



გაკვეთილის სასწავლო მიზნები უნდა უკავშირდებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებსა და ინდიკატორებს.



ასევე ამ უჯრში ჩასაწერად ეროვნული სასწავლო გეგმიდან უნდა გადმოიტანოთ შედეგ(ებ)ი და ინდიკატორ(ებ)ი (როგორც კონკრეტული საგნის, ასევე ისტ-ის), რომელთა მიღწევასაც უწყობს ხელს თქვენს მიერ დაგეგმილი გაკვეთილი.


მაგ.:


გეო. IX. 2. მოსწავლე ახასიათებს და აანალიზებს საქართველოს ბუნებრივ პირობებს.


ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ფიზიკურ-გეოგრაფიულ პარამეტრებს შორის და მსჯელობს მათ გეოგრაფიაზე (მაგ.: საქართველოს რელიეფის ფორმებს და ჰავის თავისებურებებს უკავშირებს ჰიდროგრაფიული ქსელის ჩამოყალიბება-გავრცელებას); ამ მაჩვენებლების მიხედვით ადარებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს



ინტეგრირებული გაკვეთილის შემთხვევაში მიუთითეთ შედეგები ცალ-ალკე ყველა საგანის მიხედვით;



გაკვეთილის აღწერა (გაკვეთილის სტრუქტურა და აქტივობების აღწერა)



აქ უნდა მოხდეს ჩატარებული გაკვეთილის/გაკვეთილების პროცესის თანმიმდევრული აღწერა.


გაკვეთილის პროცესი აღიწერება გაკვეთილის დაწყებიდან მის დასრულებამდე: ქმედებების თანმიმდევრობა, რატომ კეთდება, რას აკეთებს მასწავლებელი, რას აკეთებენ მოსწავლეები, როდის და როგორ ხდება ჯგუფური, ინდივიდუალური, თუ წყვილებში მუშაობა, როდის ფასდებიან მოსწავლეები და ა.შ.


აქტივობები უნდა აღიწეროს ცალ-ცალკე და მიეთითოს ხანგრძლიობა წუთებში.


შენიშვნა:


თუ წარმოდგენილი გეგმა ასახავს ერთზე მეტ გაკვეთილს (გაკვეთილების ციკლს), ამ პუნქტში უნდა აღიწეროს თითოეული გაკვეთილი ცალ-ცალკე, ერთმანეთის იმდევრობით.


მაგ.


გაკვეთილი 1 - საგნის დასახელება - ისტორია


გაკვეთილის თანმიმდევრობის (აქტივობა და დრო) აღწერა


გაკვეთილი 2 - საგნის დასახელება - გეოგრაფია


გაკვეთილის თანმიმდევრობის (აქტივობა და დრო) აღწერა


ა.შ.



მასალები (სასწავლო რესურსები რომელიც გაკვეთილზე გამოიყენება. აქ შეიძლება მიეთითოს ინფორმაცია ბეჭვდურ მასალებზე, ან ჩაიწეროს URL მისამართები ვებ რესურსებისა და ლემილის მასალების)



ინფორმაციის წყაროები (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა..)


მიანიშნეთ წყაროები, რომლებიც გამოიყენეთ გაკვეთილის მომზადების, მსვლელობის დროს (მაგ. წიგნები, ალბომები და ა.შ.).



ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები


მიუთითეთ ის კომპიუტერული პროგრამები (მაგ.: Ms Office Word 2007, Ms Office Excel 2007, Gom Player, google earth და სხვ.), ვებ-გვერდები და სხვა ელექტრონული რესურსები (მაგ.: http://www.flickr.com/, http://www.google.com/sky/, http://maps.google.com/, http://www.wikipedia.org/ და სხვ.), რომლებსაც იყენებთ თქვენ და მოსწავლეები გაკვეთილისთვის.



მეთოდები (სასწავლო მეთოდები რომლებიც გამოიყენება გაკვეთილზე. აქ შეიძლება ჩაწერო URL მისამართები ლემილის მეთოდების)



აქ გრაფაში შეიძლება განთავსდეს სასწავლო მეთოდები. მაგალითად ტესტი, სავარჯიშო, დავალება ჯგუფური სამუშაობისთვის და ა.შ.



ხელსაწყოები (ხელსაწყოები რომლებიც გამოიყენება გაკვეთილზე. აქ შეიძლება ჩაიწეროს URL მისამართები ლემილის ხელსაწყოების)



ტექნიკა და ინსტრუმენტები - შესასრულებელი აქტივობის გათვალისწინებით უნდა მიუთითოთ, თუ რა ტექნიკა და დამხმარე ინსტრუმენტები გჭირდებათ გაკვეთილზე (მაგ.: კომპიუტერების რაოდენობა, პროექტორი, გლობუსი, კოლბა და ა.შ.)


კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში: იმის გათვალისწინებით, რომ კომპიუტერული ლაბორატორიები მრავლად არ გვაქვს სკოლებში, მიანიშნეთ, იქნებოდა თუ არა შესაძლებელი იმავე გაკვეთილის ჩატარება, ვთქვათ, 3 ან 1 კომპიუტერის არსებობის შემთხვევაში. თუ არა, მიანიშნეთ: მიზანშეწონილი არ არის მსგავსი გაკვეთილის ჩატარება კლასში 3 კომპიუტერის არსებობის შემთხვევაში.



შეფასება (მეთოდები რომლითაც გაზომება სტუდენტის განვითარების დონე)



მიუთითეთ, რა ფორმით ამოწმებთ სასწავლო შედეგებს.


აღწერეთ შეფასების რა ტიპ(ებ)ს (განმავითარებელი, განმსაზღვრელი, ინდივიდუალური, ჯგუფური...) იყენებთ;


ამისათვის, სასურველია, წინასწარ გაამზადოთ შეფასების რუბრიკა/ შეფასების ფურცელი, რომელიც გაკვეთილის გეგმას ცალკე დოკუმენტის სახით დაერთვის.


ამასთან ერთად, ინტერნეტიზირებული სკოლები შეფასების რუბრიკებს აქვეყნებენ http://www.lemill.net/-ზე „მასალების“ განყოფილებაში და ამ გრაფაში უთითებენ მის ბმულს.



მასწავლებლის ნააზრევი (გაკვეთილის შემდეგ მასწავლებლის აზრი)



აქ შეიძლება განთვასდეს ინფორმაცია თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს თემა გარკვეული ასაკობრივი ჯგუფისთვის. აზროვნების რა თვისებების განვითარებაზეა გათვლილი, რატომ არის არჩეული ესა თუ ის საკლასო მენეჯმენტის ფორმა (ინდივიდუალური, ჯგუფური, ლექცია და ა.შ.)



Oct 29, 2009

”მოუსმინე, დახატე, გადაეცი”

შესავალი: (2წთ)
აქტივობის დაწყებამდე ტრენერი მსმენელებს ყოფს ჯგუფებად (სასურველია თითოეულ ჯგუფში 4 ან 5 წევრი). შემდეგ თითოეულ ჯგუფს სთხოვს შეარჩიოს ერთი წევრი მოხალისედ, რომელიც დროებით აუდიტორიას დატოვებეს. თუ რა დავალება მიეცემათ მოხალისეებს ისინი ამას მოგვიანებით გაიგებენ.

დავალება ჯგუფებს: (5წთ)
ტრენერი თითოეულ ჯგუფს რაიმე სურათს წარუდგენს (პროექტორით ან ფურცლებს დაურიგებს). სასურველია ამ სურათზე გამოსახული იყოს არა მარტო რაიმე ობიექტები, არამად ასევე რაიმე პროცესს აღწერდეს. ამის შემდეგ ტრენერი სთხოვს ჯგუფებს ფურცელზე ჩამოწერონ ის ინფორმაცია, რასაც ამ სურათიდან ღებულობენ (არსებითი სახელები ან ზედსართავი სახელები). ჯგუფები მუშაობენ ისე რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიან და მსჯელობენ მხოლოდ ჯგუფის შიგნით.

დავალება მოხალისეებს: (15წთ)
მას შემდეგ რაც ჯგუფები დაასრულებენ მუშაობას, ტრენერი აუდიტორიაში იხმობს მოხალისეებს, სვამს მათ განცალკევებით ერთმანეთისგან და ჯგუფებისგან, ურიგებს თავიანთი ჯგუფების მიერ შედგენლი ფურცლებს (შესაბამისი ჯგუფის მოხალისეს შესაბამისი ჯგუფის ფურცელი) და აძლევს დავალებას დახატონ სურათი, იმ მიღებული ინფორმაციით რასაც ფურცელი იძლევა. მოხალისეები ვერ ხედავენ იმ სურათს რის მიხედვითაც ეს ჩანაწერები შეიქმნა.

დასასრული: (8წთ)
მას შემდეგ რაც მოხალისეები დაამთავრებენ ხატვას ხდება გარჩევა რამდენად ადეკვატურად მოახდინეს მათი ჯგუფის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადატანა ფურცელზე. საბოლოოდ ტრენერი მოხალისეებს და აუდიტორიას აჩვენებს იმ სურათს რაც თავდაპირველად წარადგინა და ხდება შედარება რამდენად წარმოაჩინეს ის პროცესი მოხალისეებმა რაც გამოსახული იყო თავდაპირველ სურათზე.
მსჯელობა აუდიტორიაში შესაძლოა შემდეგ საკითხებზე წარიმართოს:
  • თითოეული ადამიანი მოსმენილ ინფორმაციას განსხვავებულად აღიქვამს;
  • თითოეული ადამიანი განსხვავებული მოცულობის ინფორმაციას იმახსოვრებს და აანალიზებს.
ასევე განსხვავება არსებობს მოსმენილსა და იგივ შინაარსის ილუსტრირებული ინფორმაციის დამახსოვრება/გაანალიზებას შორის.
შეჯამების სახით ტრენერმა შეიძლება აღნიშნოს, რომ მასწავლებელმა კლასში უნდა უზრუნველყოს მაქსიმალურად ეფექტური, ყველასათვის ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი ინფორმაციის გადაცემისათვის შესაბამისი თვალსაჩინოების მიწოდება, ინფორმაციის აღქმის სხვადასხვა უნარების მქონე ბავშვებისათვის.

ახალი პოსტი

ეს არის ჩემი პირველი პოსტი